მთავარი


,,მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია!"

კარლ ფრიდრიხ გაუსი         


,,მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამხელა რესურსი გაქვს. თუ არ იცი როგორ გამოიყენო ის, საკმარისი არასოდეს იქნება!"










მოგესალმები, ძვირფასო ბლოგის სტუმარო!

        მოგეხსენებათ, თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა  და აღწერა ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას.

         ბლოგის, ,,მათემატიკის სამყარო", მიზანია გაუწიოს მეგზურობა, დახმარება მათემატიკით დაინტერესებულ ადამიანებს, მათემატიკის პედაგოგებს,  ან ბლოგის ნებისმიერ ვირტუალურ სტუმარს  აღუძრას მათ ინტერესი და ამოგზაუროს  ,,მათემატიკის სამყაროში".         ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ: ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები,მათმატიკის თემატური გეგმები, შემაჯამებელი სამუშაოების ნიმუშები, გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიები და მათი ბრძნული გამონათქვამები, ჩემ მიერ შექმნილი ბლოგი პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის, საინტერესო და სასარგებლო ბმულები და სხვა... 

       ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“, ხოლო μάθημα (máthema) „მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს. მაშ ასე, ,,სწავლის მოყვარულებო" და არამარტო  თქვენ, ერთად ვიმოგზაუროთ ამ  მნიშვნელოვანი,  საჭირო და საინტერესო მეცნიერების სამყაროში... 

                                            პატივისცემით, 

          ნანა დათაშვილი




         P.S. ბლოგზე განთავსებულია კითხვარი ბლოგთან დაკავშირებით. გთხოვთ, უპასუხოთ კითხვებს. თქვენი რჩევები, რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩემთვის რათა სამომავლოდ ვიზრუნო ბლოგის შინაარსისა და დიზაინის დახვეწაზე. 




ფრაქტალი-