-
მთავარი
-
მათემატიკისა და ლოგიკის აკადემია
-
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები
-
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
-
,,საუკეთესო ანაბარი"
-
კურიკულუმი
-
ვირტუალური მოგზაურობა ,,ოქროს კვეთის" სამყაროში
-
ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი ელ.რესურსები
-
ახალი სკოლის მოდელი
-
შეფასების რუბრიკების შექმნა
-
შემაჯამებელი სამუშაოები
-
მათემატიკოსები
-
მათემატიკოსთა გამონათქვამები
-
,,გეოგებრა"
-
,,ხანის აკადემია"
-
კოდალას აკადემია
-
,,წარმატებისაკენ"
-
პროფესიული განვითარება
-
საინტერესო ვიდეო-ფილმები
-
გამოკითხვა
-
ზოგადი უნარები-მათემატიკა(ნ.მაჭარაშვილი)
-
ტესტები და ამოცანები მათემატიკაში (ს.თოფურია)
-
,,კლიმატმეგობრული სკოლა"
-
საყმაწვილო მათემატიკა (მე-7 კლასი)
-
მათემატიკა (I-VI)
-
მასწავლებლის წიგნი (VI კლასი)
-
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები,პასუხები
-
წიგნები-მათემატიკა
-
ჩვენ შესახებ...
,,გეოგებრა"
20.07.2017
GeoGebra მათემატიკური კომპიუტერული პროგრამაა. პროგრამა GeoGebra შეგიძლიათ გამოიყენოთ მათემატიკისა და ზოგიერთი სხვა მომიჯნავე დისციპლინების სწავლებისას, როგორც სწავლების საბაზო ასევე საშუალო საფეხურზე. აქტივობების ერთობლიობა საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ პროგრამა, ასევე თვით უნივერსიტეტის საწყის კურსებზე. აქ მოცემულია გეომეტრიული ხელსაწყოები, ალგებრული გამოსახულებების შეტანის ფორმატი და პროგრამის ინტერფეისის სხვადასხვა ელემენტი. მასალა მოიცავს მრავალფეროვან მათემატიკურ საკითხებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის მრავალმხრივი შესაძლებლობების შესწავლა და მისი გამოყენებით შექმნილი მასალის ინტეგრირება სასწავლო პროცესში. GeoGebra არის დინამიური
მათემატიკის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აერთიანებს გეომეტრიას, ალგებრას და კალკულუსის ელემენტებს. გარდა ამისა, იგი არის გეომეტრიის ინტერაქტიული სისტემა. მისი საშუალებით შეგვიძლია შევასრულოთ გეომეტრიული აგებები წერტილების, მონაკვეთების, წრფეების, მრავალ-კუთხედების, ვექტორების და კონუსური კვეთების გამოყენებით. გარდა ამისა, შეგვიძლია ავაგოთ ფუნქციების გრაფიკები და შევასრულოთ პროცედურები, რომლებიც მათანალიზის საკითხებთანაა დაკავშირებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამა საშუალებას გვაძლევს რომ პარამეტრების სხვადასხვა მნიშვნელობებისათვის დავაკვირდეთ ობიექტების ცვლილებას. გარდა იმ აგებებისა,
რომლებიც
ხელსაწყოების საშუალებით ხორციელდება, ასევე შესაძლებელია კოორდინატებისა და განტოლებების შეტანა ბრძანებების ველის გამო-ყენებით. ამიტომ, პროგრამა იძლევა რიცხვებთან, ვექტორებთან, წერტილებთან და სხვა ობიექტებთან დაკავშირებული ცვლადების გამოყენების საშუალებას. მისი გამოყენებით შესაძლებელია წარმოებულების, ინტეგრალების გამოთვლა და სტატისტიკასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება.
გადადით ბმულზე: